საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ონლაინ კურსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის სასერტიფიკატო ონლაინ კურსს აცხადებს!

 

კურსი დაიწყება 20 იანვარს.
სწავლების ფორმა: დისტანციური.
კურსის ხანგრძლივობა: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 19:00 – 21:00 სთ.

კვირაში 6 სთ, 6 კვირა. კურსის მოცულობა 36 სთ.

 


დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გაქვთ რეგისტრაცია 16 იანვრის ჩათვლით გაიაროთ მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/EFo6fUmqwXnv6usm9 


დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ დარეგისტრირებულ მონაწილეებს გადაეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.


ღირებულება შეადგენს 450 ლარს.


მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის 3, თსუ II კორპუსი, აუდიტორია 121.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურსზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

თარიღი: 14/01/2025