
სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია;
პროგრამას აქვს ოთხი სპეციალიზაცია:
- რადიო და ზემაღალი სიხშირეების ინჟინერია
- ელექტრომაგნიტური მოვლენების კომპიუტერული მოდელირება
- ელექტრო-საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დიზაინი
- ბუნებრივი ელექტრომაგნიტური მოვლენების შესწავლა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერებათა დოქტორი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ.გიორგი ღვედაშვილი, რომან ჯობავა.
პროგრამის მოცულობა: 180 კრედიტი.
სწავლების ენა: ქართული.

პროგრამის ძირითადი მიზანია სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება ისეთ დარგებში, როგორიცაა ელექტრომაგნიტური მოვლენების ფუნდამენტური კონცეფციების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიებში, შესაბამისი თანამედროვე მეცნიერებატევადი პროგრამული უზრუნველყოფის მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა, მოამზადოს მაღალკვალიფიცირებული და მოტივირებული სპეციალისტი, რომლებსაც გააჩნია თანამედროვე ცოდნა ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დარგში, აგრეთვე კომპიუტერულ მეცნიერებებსა და პროგრამული უზრუნველყოფის საინჟინრო დარგებში.

სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები.
- სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, გამოყენებით მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ზოგადად საინჟინრო მეცნიერებებში.
- უცხო ენის ცოდნა (B 2 დონე).
- მაგისტრები ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში გაივლიან გასაუბრებას ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივ სექციაზე, ხოლო სხვა დარგის მაგისტრებს - გამოცდა სპეციალობაში.

სამეცნიერო-კვლევითი თანამდებობები ინდუსტრიაში და კვლევით ინსტიტუტებში
- კომპანიები EMCoS, AZRI (ქ. თბილისი), სადაც შესაძლებელია მეცნიერ-მუშაკის მაღალანაზღაურებადი თანამდებობის მიღება
- აკადემიური კვლევითი ინსტიტუტები (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ)
- ელექტრონიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო ცენტრები შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში (იაპონია, ჩინეთი, კორეა). პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიები, ტელესაკომუნიკაციო ინდუსტრია
- პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიები საქართველოში (მაგ. EMCoS, AZRI, ALTA) და საზღვარგარეთ
- ტელესაკომუნიკაციო კომპანიები საქართველოში, როგორიცაა: მაგთიკომი, ჯეოსელი, ბილაინი
ახალი ტექნოლოგიების დამნერგავი ინდუსტრიული წარმოება.
- ინდუსტრიული წარმოება, რომელიც დაფუძნებულია ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, დანადგარების ავტომატურ მართვაზე და კონტროლზე (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ)