
სადოქტორი პროგრამის სახელწოდება: გეოგრაფია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები: ნოდარ ელიზბარაშვილი, პროფესორი. დავით კერესელიძე, პროფესორი (კოორდინატორი). ზურაბ სეფერთელაძე, პროფესორი. დალი ნიკოლაიშვილი, პროფესორი
პროგრამის მოცულობა: 180 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული

ბუნებრივი გარემოს მდგარდი განვითარების საფუძველი ბუნებათსარგებლობის ოპტიმალური ზღვრების განსაზღვრაა, რაც თავის მხრივ საზოგადოებისა და გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის სტრატეგიის ყოველმხრივ ხელშეწყობას გულისხმობს. ამასთან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარემოს როგორც ერთიანი და მთლიანი კომპლექსის, ასევე მისი შემადგენელი კომპონენტების განვითარების პროგნოზირებას, გლობალურ და რეგიონულ ჭრილში. შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამის მთავარი მიზანია კაცობრიობის სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის პირობებში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტს შეეძლოს ჩაატაროს კვლევა ბუნებრივი გარემოს მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ რეგიონული ბუნებათსარგებლობისა და მისგან გამომდინარე მომავალი თაობებისათვის სასიცოცხლოდ სრულფასოვანი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება უდევს საფუძვლად. დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტი გეოგრაფი, რომელსაც მაღალ სამეცნიერო დონეზე ექნება გათავისებული ერთიანი კომპლექსური გეოგრაფიის და ძირითადი მიმართულებების განვითარების აქტუალური საკითხები, მოახდენს გეოგრაფიული ცოდნის ინტეგრირებას და გამოიყენებს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. წარმოაჩენს აქტუალურ გეოგრაფიულ პრობლემებს გლობალურ, რეგიონურ და ადგილობრივ დონეზე .

- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ზუსტ მეცნიერებებში, საინჟინრო ან სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა დარგებში.
- უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება.
- გასაუბრება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივ სექციაზე.

გეოგრაფიის დარგის მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე), კერძოდ გეოგრაფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პიროვნება უნდა იყოს ჩამოყალიბებული მეცნიერი, რომელსაც შეუძლია აწარმოოს მაღალი დონის სამეცნიერო კვლევა, იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება და სამეცნიერო ფორუმემზე მოხსენების გაკეთება. ის უნდა იყოს კვალიფიციური პედაგოგი რათა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მაღალ დონეზე ჩაუტაროს სემინარები, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები. მომავალ დოქტორანტს შეეძლება მოღვაწეობა გააგრძელოს გეოგრაფიის მიმართულებით, როგორც ჩვენი ქვეყნის ისე საზღვარგარეთის ნებისმიერ სამეცნიერო დაწესებულებებში. უახლეს მიღწევებზე, კერძოდ, გეოინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დამყარებული ცოდნა დოქტორანტს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავოს ცოდნა გეოგრაფიის კონკრეტულ დარგში. შეაფასოს საქართველოს ბუნებრივი პირობები, დედამიწაზე მიმდინარე გეოგრაფიული პროცესები როგორც რაოდენობრივი ისე ხარისხობრივი მაჩვენებლებით, ჩაატაროს გეოგრაფიული ობიექტების ეკოლოგიური ექსპერტიზა, შეაფასოს ბუნების სტიქიური პროცესები.

გეოგრაფიის დოქტორანტურის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ სახელმწიფო დაწესებულებებში: გარემოს დაცვის, ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სხვა სამინისტროები და მათი სტრუქტურები; რეგიონული და რაიონული ადმინისტრაციები, ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვ.; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები; გარემოს დაცვის და ბუნერივი რესურსების გამოყენებით დაკავებული ორგანიზაციებში; უმაღლეს და საშუალო სკოლებში; საპროექტო დაწესებულებებში.