
პროგრამის სახელწოდება: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერებათა მაგისტრი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში.
პროგრამის ხელმძღვანელები: დოქტორი რომან ჯობავა, ასოცირებული პროფესორი დავით კაკულია.
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული

პროგრამის მიზანია, გამოუმუშაოს სტუდენტებს:
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის თეორიული საფუძვლების ღრმა ცოდნა და გამოყენება პრაქტიკაში. კურსდამთავრებულებმა უნდა იცოდნენ ელექტრონული ინჟინერიის თეორიული საფუძვლები. დისციპლინის ფუნდამენტური საინჟინრო პრინციპების გამოყენებით უნდა შეეძლოთ შესაბამისი საინჟინრო პრობლემების ამოხსნა. უნდა შეეძლოთ ახალი იდეების გამომუშავება.
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის თანამდეროვე მეთოდებისა და ექსპერიმენტალური თუ თეორიული (კომპიუტერული) ტექნოლოგიების ცოდნა. კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული ან ტექნოლოგიური პრობლემების გადაჭრის თანამედროვე მეთოდების ცოდნა, უნდა შეეძლოს პრობლემის გადაჭრის ორიგინალური გზების მონახვა.
- ანალიზისა და დასკვნის გაკეთების უნარი. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია სწრაფად განვითარებადი, მომავლის დარგია, რომელშიც ამოცანები/პროექტები, როგორც წესი, ისმება არასრული ინფორმაციის პირობებში. კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს არასრული ინფორმაციის ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე მიიღოს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები. უნდა შეეძლოს დასკვნების გაკეთება და მათი კომუნიკაცია როგორც პროფესიონალებთან, ასევე არა-პროფესიონალებთან

მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში ან ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში:
- ფიზიკა,
- მათემატიკა,
- ინფორმატიკა,
- მართვის სისტემები,
- კომპიუტერული მეცნიერება,
- ენერგეტიკა,
- ტელეკომუნიკაცია,
თუ მათ შესრულებული აქვთ თსუ-ს ელექტრონიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსების ექვივალენტური სასწავლო კურსები მათემატიკაში (30 ECTS კრედიტი), ზოგად ფიზიკასა (20 ECTS კრედიტი) და ელექტორნიკაში (20 ECTS კრედიტი);
საერთო სამაგისტრო გამოცდა;
გამოცდა ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დარგში ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას; ამასთან სტუდენტი შეძლებს გამოიმუშავოს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზები.

კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები ელექტრული და ელექტრონული საინჟინრო სპეციალობა ძალზე დინამიური და მრავალფეროვანი პროფესიაა. ის აძლევს კურსდამთავრებულ მაგისტრებს პროფესიონალური მოღვაწეობის მრავალ შესაძლებლობას, რომლებიც მოიცავენ სამეცნიერო კვლევებს, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დიზაინს, ინდუსტრიულ წარმოებას, ტექნიკურ მარკეტინგს, მედიცინას, და აგრეთვე იურისპრუდენციას.
პროფესიული მოღვაწეობის მაგალითებია:
ისეთი ცნობილი საზღვარგარეთული ფირმების წარმომადგენლობები საქართველოში, როგორიცაა: Cisco, Hewlett Packard, Intel, IBM და სხვა;
ტელესაკომუნიკაციო კომპანიები საქართველოში, როგორიცაა: მაგთიკომი, ჯეოსელი და სხვა;
პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიები საქართველოში და საზღვარგარეთ;
იურიდიული და სააუდიტორო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ პროფესიონალური ტექნიკური ექსპერტიზა ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობებისა და აპარატურის დარგებში (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ);
ინდუსტრიული წარმოება, რომელიც დაფუძნებულია ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, დანადგარების ავტომატურ მართვაზე და კონტროლზე (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ);
აკადემიური კვლევითი ინსტიტუტები (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ);
შესაძლებელია სწავლის გაგრძელება დოქტორანტურის ფარგლებში მესამე საფეხურის აკადემიური/სამეცნიერო წოდების მისაღწევად (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ).