
პროგრამის სახელწოდება: ბიოფიზიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოფიზიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: სავალდებულო 120 ECTS კრედიტი. აქედან 75 კრედიტი - სავალდებულო საგნები; 45 კრედიტი - არჩევითი საგნები, საიდანაც სტუდენტი ირჩევს 15 ან მეტ კრედიტს; 30 კრედიტი - სამაგისტრო ნაშრომი.
სწავლების ენა: ქართული

პროგრამის მიზანია:
- მისცეს მაგისტრანტს ღრმა და სისტემური ცოდნა ბიოფიზიკაში, განუვითაროს კვლევითი უნარები და მისცეს პრაქტიკული გამოცდილება სამეცნიერო კვლევებში ინტეგრაციისათვის საერთაშორისო დონეზე.
- მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ბიოფიზიკის მიმართულებით, რომელსაც ექნება კვლევის წარმართვის უნარი.
- მისცეს მაგისტრანტს ღრმა და სისტემური ცოდნა ცოცხალი სამყაროს შესახებ - მაკრომოლეკულების ქიმიური შედგენილობიდან დაწყებული, უჯრედის ფიზიკური და ბიოლოგიური თვისებებით დამთავრებული.
- მისცეს მაგისტრანტს ღრმა და სისტემური ცოდნა პრაქტიკული მიმართულებებით: ბიოტექნოლოგია, ფაგოთერაპია, ეკოლოგია, ნანოტექნოლოგია.
- ჩამოუყალიბოს მაგისტრანტს ლაბორატორიულ/ბიოფიზიკურ ხელსაწყო-დანადგარებთან მუშაობის უნარ-ჩვევები.

- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში ან ბიოლოგიაში ან ქიმიაში ან ეკვივალენტური / დიპლომირებული სპეციალისტი მედიცინაში;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გამოცდა სპეციალობაში

მაგისტრატურის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ბიოტექნოლოგიის, კვების მრეწველობის, ეკოლოგიის, სამედიცინო დაწესებულების, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით. სიცოცხლის შემსწავლელ სამეცნიერო ცენტრში; სამედიცინო ბიოტექნოლოგიების, ფიზიკის, მიკრობიოლოგის, ბაქტერიოფაგების და ვირუსოლოგიის, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტებში და სხვა.