ზოგადი ინფორმაცია

პროგრამის სახელწოდება: გეოლოგია.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: გეოლოგიის მაგისტრი.
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ბეჟან თუთბერიძე.
სწავლის ენა: ქართული
მიზნები

- გეოლოგიის დარგის დისციპლინებში ღრმა და სისტემური თეორიული ცოდნის მიღება;
- გეოლოგიური პრობლემების განსაზღვრა და მათი გადაჭრისათვის არაორდინარული გზების მონახვა;
- გეოლოგიის დარგში სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის წარმატებით gანხორციელებისათვის უნარ–ჩვევების გამომუშავება;
წინაპირობები

- ბაკალავრის ხარისხი გეოლოგიაში, ქიმია და ეკოლოგიაში ან სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სპეციალობის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირი, რომელსაც მოეთხოვება თსუ-ში შესრულებული 10 ECTS კრედიტი გეოლოგიაში შესავალი კურსის გარდა;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გამოცდა გეოლოგიაში (წერითი/ზეპირი)
დასაქმება

- საჯარო სამსახურები (გეოლოგიური და გეოფიზიკური სამეცნიერო-კვლევითი დაწესე-ბულებები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო).
- სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და კერძო სააგენტოები, რომლებიც დაკავებულნი არიან გეოლოგიის საკითხების გადაწყვეტით.
- მუნიციპალური სამსახურები (ქალაქის მერია, რაიონული გამგეობები და სხვ)
- უნივერსიტეტები (სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და პედაგოგიური მოღვაწე-ობისთვის).
- შეიძლება მომზადდეს პედაგოგიური მოღვაწეობისათვის–მასწავლებლად საჯარო სკოლებში „ფსიქოლოგ–პედაგოგის“ პროფილის ათვისების შემთხვევაში
- მუზეუმები.
მიმაგრებული ფაილები