საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტერაბანკი აცხადებს მიღებას

სს ,,ტერაბანკი" თბილისში „Next Generation” პროექტის ფარგლებში აცხადებს მიღებას სარეზერვო მოლარე-ოპერატორის მოსამზადებელ პროგრამაზე. პროექტი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის)/უმაღლეს ახლად დამთავრებულთათვის.

“Next Generation” პროექტი მსურველებს აძლევს საშუალებას დაიწყონ კარიერა და განვითარება საბანკო სისტემაში. პროგრამა იწყება თეორიული სწავლების და სტაჟირების კურსით, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი დასაქმდება სარეზერვო თანამშრომლად.

წარმატებული “Next Generation” ის ჯგუფია, ვინც შემდგომში განიხილება ბანკის შტატიან თანამშრომლებად.

პროექტის პირობები:

თეორიული და პრაქტიკული მომზადება პროფესიონალი ტრენერების მიერ

ანაზღაურებადი პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ

თეორიული და პრაქტიკული მომზადების წარმატებით დასრულების შემთხვევაში:

დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად. ანაზღაურება დარიცხული 550 ლარი

ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების საფუძველზე

პროექტის წარმატებული მონაწილეები გახდებიან შტატიანი თანამშრომლები და ექნებათ ბანკში წინსვლის შესაძლებლობა

 

ეს პროექტი არის შენთვის:

თუ იცი კომპიუტერული საოფისე პროგრამები

თუ ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე

თუ გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი

თუ ხარ დეტალებზე  ორიენტირებული

სასიამოვნო სამუშო გარემოში კარიერის დაწყების მსურველებმა CV  გამოგვიგზავნეთ მისამართზე: career@terabank.ge

CV-ის გამოგზავნის ბოლო ვადაა:  31 მარტი, 2021 წ.

პროექტის „Next Generation” აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, „subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

თარიღი: 16/03/2021