2022 წლის 29 ივლისს ტარდება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.