თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებების სერიას - „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მასპინძლობენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, რომლებიც საუბრებენ ლიტერატურაზე, იმართება დისკუსიები. ბავშვებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს.
26 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწვევს წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის II კლასის მოსწავლეებს, რომელთაც უმასპინძლებს საბავშვო მწერალი და პოეტი გივი ჩიღვინაძე. იგი მოსწავლეებს წაუკითხავს თავისი შემოქმედებიდან ლექსებსა და მოთხრობებს.
ღონისძიების მეორე ნაწილში, პატარებს, შესაძლებლობა ექნებათ ახლოდან გაეცნონ ჟურნალ „საბავშვო კარუსელს,“ შეიტყონ საინტერესო დეტალები ჟურნალის შექმნის პროცესის შესახებ, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახალისო აქტივობებში.
ღონისძიების მთავარი მიზანია მოზარდებში წიგნისადმი სიყვარულის გაღრმავება და კითხვის პოპულარიზაცია.