eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-11-12
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 107

იუნესკოს დადგენილებით, მთელ მსოფლიოში 2002 წლიდან  ყოველწლიურად ტარდება „ფილოსოფიის დღე“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი  ტრადიციულად უერთდება ამ თარიღის  და 12-13 ნოემბერს, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში,  ატარებს  ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას. 

კონფერენცია ეძღვნება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის და საზოგადო მოღვაწის შალვა ხიდაშელის   (1911-1991)  დაბადებიდან 115 წლისთავს.   12  ნოემბერს  თსუ  მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „შალვა ხიდაშელი  115’’.

 

 კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის, თეოლოგიის, რუსთველოლოგიის, მედიევისტიკის, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის, რელიგიის, ხელოვნების, ისტორიის,  ფილოლოგიის სფეროებს.

 

მსგავსი ღონისძიებები