eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-11-17
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული სააქტო დარბაზის ფოიე.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბენ-ცვის აღმოსავლეთის ებრაელთა თემების კვლევის ინსტიტუტი, არიელის უნივერსიტეტი, ისრაელის საელჩო საქართველოში 2026 წლის 17-18 ნოემბერს გამართავენ პროფესორ რეუვენ ენოხისადმი (რუბენ ენუქაშვილი) მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - ქართველი ებრაელობა ორ სამშობლოში: ისტორია, მემკვიდრეობა და იდენტობა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

 

17-18 ნოემბერს ფაკულტეტი ატარებს პირველ საერთაშორისო კონფერენციას - ქართველი ებრაელობა ორ სამშობლოში: ისტორის, მემკვიდრეობა, იდენტობა. 

 

ისრაელის რეგიონული თანამშრომლობის სამინისტრო, არიელი უნივერსიტეტი, ბენ-ცვის ინსტიტუტი, ისრაელის საელჩო საქართველოში და იერუსალიმის კოლეჯიც  ჩართულია და  ისრაელის მხარე 2 ვორკშოპს გავმართავს ამ კონფერენციის ფარგლებში. ისრაელის გარდა, მკვლევრები ჩამოდიან შტატებიდან და კანადიდან. ასევე, საქართველოს უნივერსიტეტებიდანაც იღებენ მონაწილეობას. ისრაელიდან 12 მომხსენებელი ჩამოდის, მათ შორის, ბენ-ცვის ინსტიტუტის დირექტორი. მობრძანდება ისრაელის ელჩი. ჩაერთვება არიელის უნივერსიტეტის რექტორი.

მინდა დასამახსოვრებელი დღე იყოს ჩვენთვისაც და მათვისაც. გახსნაზე კულტურის დეპარტამენტს შევუთანხმდი 2 თვის 3 მუსიკალურ კომპოზიციაზე. ასევე 2 გამოფენა იქნება: ჩვენს მუზეუმში ბატონი რუბენ ენუქაშვილისადმი მიძღვნილი და თბილისის დიდ სინაგოგაში გია გუგუშვილის ებრაულ თემატიკაზე შექმნილი ბიბლიური ისტორიების (ჩემი ახალი წიგნის - ძველებრაული დღესასწაულები -ნახატებით), ორივე გამოფენაზე მოწვეული მყავს ვიოლინი. შეთანხმებული მაქვს და იმავე დღეს სინაგოგის გამოფენის შემდეგ წავიყვან სტუმრებს ებრაულ მუზეუმში... 

 

როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. წერილი დავწერე 58 სასაჩუქრე ნაკრებზე. უმორჩილესად გთხოვთ, გამოგვიყოთ. დამჭირდება ამდენივე, ბეიჯი.

ასევე, გთხოვთ, გააშუქონ საქართველოს ტელევიზიებმა:

საპატრიარქოს ტელევიზიაში 18 ნოემბრის დილის გადაცემაში წავიდოდნენ ისრაელიდან ჩამოსული  ქართველი მკვლევრები: ლადო ჭელიძე (იერუსალიმის უნივერსიტეტი)  და დავით ბოთერა (ბოთერაშვილი - ხაიფას უნივერსიტეტი).

პირველ არხში -  ქალბატონ დარეჯანს ვთხოვ,  ლელა წიწუაშვილი, ზეევ ლევინი (კონფერენციის თანათავმჯდომარეა ისრაელიდან).

 

გთხოვთ, დაესწროთ კონფერენციას (გაიხსნება 17 ნოემბერს, 10.00 საათზე, სააქტო დარბაზის ფოიეში)!

მსგავსი ღონისძიებები