eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-10-22
თარიღი 12:00 სთ
მისამართი თსუ  V კორპუსი,  ჭავჭავაძის 36, დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი, III სართული, კიბიდან მარჯვნივ სულ ბოლო აუდიტორია 309 მარცხნივ

 თსუ-ს სტუდენტების საყურადღებოდ!

 „ჩემი თემა 180 წამში“ (Ma Thèse en 180 secondes) — რეგიონული ფინალი

გაინტერესებს მეცნიერება, ფრანგული ენა და ფრანკოფონული სამყარო? შემოგვიერთდი და მხარი დაუჭირე ქართველ მონაწილეს!

 22 ოქტომბერს, 12:00–14:00 საათზე,  რეგიონულ ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა მეცნიერები ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან რომლებიც სულ რაღაც 180 წამში წარადგენენ თავის სადოქტორო კვლევას.

შენც შეგიძლია გახდე ამ მოვლენის ნაწილი, მონაწილეობა მიიღო  გამარჯვებულის გამოვლენაში და ხმა მისცე მას თსუ-ს V კორპუსში, დასაქმების ფრანკოფონულ ცენტრიდან.

🔹 თუ გსურს ფინალის ონლაინ რეჟიმში ყურება, გთხოვ, წინასწარ მოგვწერო, Tamar.garibashvili@afuf.org.

🔹 თუ გირჩევნია, ფინალს მეგობრებთან ერთად უყურო, გელოდებით თსუ-ს V კორპუსში, დასაქმების ფრანკოფონულ ცენტრში, სადაც ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს მონაწილეს.

მსგავსი ღონისძიებები