eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-10-12
თარიღი 1:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული სააქტო დარბაზი

2026 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტს დაარსებიდან 80 წელი უსრულდება.

 

ინსტიტუტი 1946 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის ინიციატივით დაარსდა. რვა ათეული წლის განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიოსამედიცინო სამეცნიერო-კვლევით ცენტრად და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მორფოლოგიის, პათოლოგიის, ექსპერიმენტული მედიცინისა და სხვა ბიოსამედიცინო მიმართულებების განვითარებაში, მეცნიერთა ახალი თაობების აღზრდასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

 

ინსტიტუტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები გაიმართება 28 და 29 ოქტომბერს. 

28 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო, აკადემიური, სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოების და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე ინსტიტუტის უცხოელი პარტნიორები და მოწვეული მეცნიერები.

 

29 ოქტომბერს, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში, გაიმართება აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის ბიუსტის საზეიმო გახსნა და საიუბილეო სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და სამეცნიერო პრემიის ლაურეატები, აგრეთვე ინსტიტუტის უცხოელი პარტნიორები და მოწვეული მეცნიერები.

 

იხილეთ პროგრამა და მოსაწვევი.

მსგავსი ღონისძიებები