საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-03-04
თარიღი 14:00 სთ
მისამართი თსუ,  მე-11 კორპუსი, აუდიტორია 101

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტმა დაასრულა პროექტი „თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი“. პროექტი განხორციელდა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში მოხდა ორმაგი ხარისხის საბაკალვრო პროგრამის „კომპიუტერულ მეცნიერება“ განახლება და აკრედიტაცია; შემუშავდა და მომზადდა აკრედიტაციისათვის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“.

ასევე შემუშავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გენდერული ინკლუზიურობის განხორციელების გეგმა. მომზადდა სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების სახელმძღვანელო და უმაღლეს სასწავლებლებში კომპიუტერული მეცნიერების სწავლების გზამკვლევი.

მოეწყო HUB-ის ინფრასტრუქტურა რომელიც აღჭურვილია მაღალწარმოებადი „სამუშაო სადგურით“ (Workstation მძლავრი კომპიუტერი, დიდი მონაცემების დასამუშავებლად, მანქანური სწავლებისათვის), ქსელური ინგრასტრუქტურა სერვერით (ღრუბლოვან  რესურსებზე წვდომისათვის); ვიდეოლექციების ჩამწერი კომბინირებული თანამედროვე სტუდია (All in One – „ერთი ღილაკის ფუნქცია“), „ცოცხალი“ (ვიდეოკონფერენციის) ჩართვის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით აღჭურვილი სივრცე.

 

3 აპრილს გაიმართება დასკვნითი ღონისძიება სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტის შედეგები:

პროექტის ფარგლებში განახლებული ორმაგი ხარისხის საბაკალვრო პროგრამა „კომპიუტერულ მეცნიერება";

პროექტის ფარგლებში შემუშავებული ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერულ მეცნიერება";

საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბის გახსნა-დათვალიერება.

ღონსძიება გაიმართება თსუ მე-11 კორპუსში 3 აპრილი  - პროგრამების პრეზენტაცია (14:00 საათზე, თსუ,  მე-11 კორპუსი, აუდიტორია 101);  ჰაბის გახსნა-დათვალიერება (15:00 საათზე, თსუ,  მე-11 კორპუსი, მე-6 სართული).

მსგავსი ღონისძიებები