საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-02-06
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

6 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართება პროფ. ნაირა ბეპიევის წიგნების, ოსური ლიტერატურის ისტორია და ოსური ფოლკლორი, პრეზენტაცია.

 

ნაირა ბეპიევის წიგნში, „ოსური ლიტერატურის ისტორია“, გან­ხი­ლუ­ლია ოს­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ეტ­აპ­ე­ბი: საწ­ყი­სი პე­რი­ო­დი, სა­სუ­ლი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა, მი­სი ფუ­ძემ­დებ­ლე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბა და ოსი მწერ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა-შე­მოქ­მე­დე­ბა. წიგ­ნი ეფ­უძ­ნე­ბა ახ­ალ სა­მეც­ნი­ე­რო მა­სა­ლებს, რომ­ლე­ბიც აქ­ამ­დე არ იყო გა­ან­ალ­იზ­ებ­უ­ლი ოს­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კონ­ტექს­ტში და მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­იტ­ანს მი­სი ის­ტო­რი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ეტ­აპ­ებ­ის კვლე­ვა­ში. ქარ­თველ მკით­ხველს პირ­ვე­ლად ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეც­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე ოს მწე­რალ­თა ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას. ნაშ­რო­მი მო­იც­ავს ოს­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის გზას და­სა­ბა­მი­დან დღემ­დე და გან­კუთ­ვნი­ლია მკვლევ­რე­ბი­სათ­ვის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კავ­კა­სი­ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკით­ხვე­ლი­სათ­ვის.

ნაირა ბეპიევის წიგნში, „ოსური ფოლკლორი“, შესწავლილია ოსური ფოლკლორის ძირითადი საკითხები, მათ შორის, ოსური მითოლოგია, ნართების ეპოსი და ცარციათების თქმულებები, ოსური ხალხური პოეზიის თავისებურებები, ასევე, წარმოდგენილია მისი შედარებითი კვლევა ქართულ და კავკასიურ კონტექსტში. ნაშრომს ერთვის ნაირა ბეპიევის მიერ ოსური ფოლკლორული ტექსტების საავტორო თარგმანები. წიგნი განკუთვნილია მკვლევრებისათვის, სტუდენტებისა და კავკასიის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული მკითხველისათვის.

წიგნები გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში.

მსგავსი ღონისძიებები