საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-12-21
თარიღი 12:00 სთ
მისამართი თსუ ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ. 11

21 დეკემბერს სტუდენტური ინჟინერიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ ღონისძიება - TSUBOTS 2025 გაიმართება.

 

TSUBOTS არის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული სტუდენტური ჩემპიონატი, სადაც მონაწილეები საკუთარი ხელით შექმნილი საბრძოლო რობოტებით ეჯიბრებიან ერთმანეთს სპეციალურად მოწყობილ რკინის არენაში. ღონისძიება აერთიანებს ტექნიკურ შემოქმედებითობას, ინჟინერულ სიზუსტესა და სანახაობრივ შეჯიბრს, რაც მონაწილეებსა და მაყურებელს საშუალებას აძლევს საბრძოლო რობოტების შექმნის პროცესს პრაქტიკულად გაეცნონ.

 

ღონისძიება განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ინჟინერიით, პროგრამირებით, ტექნოლოგიებითა და თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციებით. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერ მსურველებს.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად შეავსეთ.

 

Facebook ღონისძიების ლინკი.

 

TSUBOTS 2025 ტარდება თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის, თსუ ინოვაციური ტექნოლოგიების კლუბის, Clevertone-ის, Edison Store-ის, Georgian Robotics Association-ის (GRA) და HIGGS - AI Talent Club & Venture Studio-ს მხარდაჭერით.

 

მსგავსი ღონისძიებები