საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-10-24
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 212

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება  "მე-6 საერთაშორისო კონფერენცია - მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში".  კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

 

კონფერენციის სამუშაო თემები და სექციები:

მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა;

ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL);

ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;

მეორე / უცხო ენის სწავლა / სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;

ელექტრონული / დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;

ინტერკულტურული / მულტიკულტურული განათლების ასპექტები;

მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლება;

ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.

მსგავსი ღონისძიებები