24 სექტემბერს, 09:00 საათიდან 13:00 საათამდე თსუ-ის პირველ კორპუსში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში, ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის „კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევები“ ფარგლებში, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ვორქშოფი.
ვორქშოფის ხელმძღვანელი ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ ვლადიმერ გამსახურდიასთან ერთად იქნება, ზემოთხსენებული სადოქტორო პროგრამის კონსულტანტი, კლარკის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი იან ვალსინერი. ღონისძიება მიზნად ისახავს დოქტორანტების მონაწილეობით კვლევითი პროექტების განხილვას და აკადემიური კვლევითი უნარების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ვორქშოფ–თრენინგს. შეხვედრა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.