საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-09-29
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

29-30 სექტემბერს თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი“. 

 

ღონისძიება ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ქართული ემიგრაციის ლიტერატურული მემკვიდრეობა ევროპაში: მსოფლმხედველობა და კულტურული იდენტობა (1920-1930-იანი წლები)“ (პროექტის შიფრი - FR-24-1867) ფარგლებში.

 

კონფერენციის ორგანიზატორია: თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA).

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ჰყავს 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მონაწილე.

ღონისძიების ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

1920–30-იანი წლების ქართველი ემიგრანტების ლიტერატურული მემკვიდრეობა – ისტორიული და თეორიული ანალიზი;

ენისა და იდენტობის პრობლემები ემიგრანტი მწერლების შემოქმედებაში;

მე-20 საუკუნის ქართული ემიგრაციის არქივები;

1920-30-იანი წლების ქართული ემიგრაციის კულტურული გარემო (ლიტერატურა, ფილოსოფია, ფერწერა, მუსიკა და სხვ.);

კავკასიური ემიგრაცია ევროპაში 1920-30-იან წლებში;

ემიგრანტი მწერლები და კულტურულ-ლიტერატურული კავშირები სხვადასხვა ეპოქათა კონტექსტში (მათ შორის, თანამედროვე);

მიხაკო წერეთლის მოღვაწეობა ემიგრაციაში;

შინაგანი ემიგრაცია.
 

კონფერენციის პროგრამა და თეზისები განთავსდება შემდეგ ბმულზე.

მსგავსი ღონისძიებები