საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-09-24
თარიღი 12:30 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

კავშირ ,,პოლონიასა“   და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პოლონისტიკის ცენტრის ინიციატივით, თსუ-ში 2025 წლის 24-25 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-პოლონურ ურთიერთობების ორი საუკუნე“. კონფერენცია ეძღვნება კავშირ „პოლონიას“ მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს.

 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“, პოლონეთის სენატი.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ: პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში არტურ გამბალი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი  რაფალ პერლი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ნუნუ მიცკიევიჩი, საპატიო სტუმრები და მეცნიერები პოლონეთიდან, ასევე საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები.

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები