საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-06-30
თარიღი 16:45 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

 30 ივნისიდან 4 ივლისამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ღონისძიება “ტრენინგი, კვლევა და განათლება - კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოებისთვის” გაიმართება. ღონისძიება იმართება NATO-ს დაფინანსებით NATO Science for Peace and Security Program ATC (Advanced Training Course) ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით. ღონისძიების თანადირექტორები არიან პროფესორი იაცეკ გაევსკი, პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრიდან, რომელიც NATO-ს წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს და პროფესორი რამაზ ქვათაძე, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენა”-ს ხელმძღვანელი.  

 

ღონისძიების ვებგვერდია:  https://atcnato.ncbj.gov.pl/

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კიბერუსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ევროპის და საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან.  ღონისძიებაზე სამი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომლის ფარგლებში განხილული იქნება საუნივერსიტეტო საგანმანათლებო პროგრამები კიბერუსაფრთხოებაში, კვლევითი პროგრამები და საპროექტო წინადადებები, რომლებიც როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების საგრანტო კონკურსებისთვის მომზადდება. საქართველოს მხრიდან ამ საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მსგავსი ღონისძიებები