საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2024-12-18
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

 

18 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება ფოტოგამოფენა და როზეტა გუჯეჯიანისა და ქეთი ხუციშვილის წიგნის წარდგენა: “დადეშქელიანთა რეზიდენციები: ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები.”

 

გამოფენა და ნაშრომი ეძღვნება სვანეთის გამორჩეული ფეოდალური საგვარეულოს - დადეშქელიანების, ღვაწლს საქართველოს ისტორიასა და ქართული კულტურის განვითარებაში და განკუთვნილია დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრისთვის.

 

როზეტა გუჯეჯიანისა და ქეთი ხუციშვილის ნაშრომში წარმოჩენილია დადეშქელიანთა სამთავრო სახლის მოკლე ისტორია და დადეშქელიანთა საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენლის კულტურულ-საგანმანათლებლო და მეცნიერული ღვაწლი. აღწერილია  სვანეთში შემონახული უნიკალური ისტორიული ძეგლები - დადეშქელიანების სამთავრო რეზიდენცია ეცერის თემის სოფელ ბარშში და უფრო გვიან აგებული კომპლექსები კიდევ სამგან: ფარში, ბეჩოსა და ცხუმარში (მესტიის მუნიციპალიტეტი). ყველა ეს ძეგლი ზემო სვანეთის ბალსქვემო ნაწილში მდებარეობს და მათგან ყველაზე გრანდიოზული და ძველი კომპლექსი ეცერშია. შესწავლილია რეზიდენციათა შესახებ არსებული საისტორიო მონაცემები და გამოვლენილია თანამედროვე ვითარება. დადეშქელიანთა რეზიდენციების ამსახველი ფოტომასალა გამოფენილი იქნება ერთი თვის მანძილზე. ნაშრომი შესრულებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგრანტო კონკურსის: “კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა” ფარგლებში.

 

მსგავსი ღონისძიებები