საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2024-11-18
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია III სართულის ფოიე

18 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების დღეს, თსუ-ში გაიმართება გამოფენა „ივანე ჯავახიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში“. გამოფენა  მოეწყო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის FR-21-9053-ის ფარგლებში.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის ხელნაწერები, სხვადასხვა საარქივო დოკუმენტები, ფოტოები და რუკები. ეს უკანასკნელი ივანე ჯავახიშვილის მონაწილეობით შეიქმნა 1919 წელს. მისი ქართულენოვანი ვარიანტი იმავე წელს დაიბეჭდა თბილისში, როგორც საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე დაწერილი მონოგრაფიის დანართი. ასევე დამზადდა ფრანგულენოვანი ვარიანტი და დაიბეჭდა პარიზში. იგი გათვალისწინებული იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პარიზში გამართული სამშვიდობო კონფერენციის მონაწილეთათვის. პარიზშივე უნდა გამოცემულიყო ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფია საქართველოს საზღვრების თაობაზე, თუმცა მისი ბედი ჯერჯერობით უცნობია.

 

გარდა ამისა გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მასალები, ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და საუნივერსიტეტო მოღვაწეობის ამსახველი მასალა.

 

გამოფენასთან ერთად პროექტის მონაწილეებმა (დ. სართანია, მ. მაცაბერიძე, თ. ორჯონიკიძე) წარმოადგინეს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის FR-21-9053-ის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

მსგავსი ღონისძიებები