4 ნოემბერს, იტალიელი ფსიქოლოგი პიერო ფერუჩი გამართავს საჯარო ლექციას: "ფსიქოსინთეზი - ფსიქოთერაპიული მეთოდი, გზა თვითრეალიზაციისთვის."
ღონისძების ორგანიზატორია საქართველოს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
პიერო ფერუჩი გახლავთ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოსინთეზის ფუძემდებლის რობერტო ასაჯიოლის ყოფილი სტუდენტი და თანამშრომელი, ფსიქოსინთეზის, როგორც ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის განმავითარებელი და ამ მიმართულებით მრავალი წიგნის ავტორი, მათ შორის: ,,What We May Be’’, ,,Inevitable Grace”; ,,Beauty and the Soul”; “Your Inner Will”- იგი არის ფლორენციისა და იტალიის ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის, ასევე „ევროპის ფსიქოსინთეზის ფსიქოთერაპიის ფედერაციის“ წარმომადგენელი (იტალია, ფლორენცია).
ადგილები შეზღუდულია, დასწრება- თავისუფალი.