საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2024-11-13
თარიღი 14:30 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 202. 212

12-13 ნოემბერს,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება,  ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო სიმპოზიუმი "სიტყვაწარმოების საკითხები კავკასიის ენებში". 


მოხსენებები შეეხება კავკასიის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნებისმიერი ენობრივი ოჯახის ენის და, აგრეთვე, დიალექტის სიტყვაწარმოების საკითხებს.


 განიხილება მეტყველების ნებისმიერი ნაწილის სიტყვაწარმოება როგორც სინქრონიულ, ისე დიაქრონიულ ასპექტებში.


თემატიკა:

 სიტყვაწარმოების თეორიული საკითხები.

 აფიქსური სიტყვაწარმოების სტრუქტურული და სემანტიკური ანალიზი.

 კომპოზიტური სიტყვაწარმოების სტრუქტურული და სემანტიკური ანალიზი.

 რედუპლიკაცია.

 ლექსიკალიზაცია.

 სიტყვაწარმოების სხვა საშუალებები.

 სიტყვაწარმოების ონომასიოლოგიური და სემასიოლოგიური ასპექტები.

 სიტყვაწარმოების ტიპოლოგია.

 სიტყვაწარმოება და კოგნიტიური ლინგვისტიკა.

 სიტყვაწარმოება და ანთროპოლოგიური ლინგვისტიკა, ეთნოლინგვისტიკა.

 სიტყვაწარმოება და არეალური ლინგვისტიკა.

 სიტყვაწარმოების  შედარებითი და შეპირისპირებითი კვლევა სხვადასხვა     ენებსა და დიალექტებში.

 სიტყვაწარმოება და დარგობლივი ლექსიკა.

 სიტყვაწარმოება და ტერმინოლოგია.

 სიტყვაწარმოება და ლექსიკოგრაფია.

 სიტყვაწარმოება და თანამედროვე ინფორმაციულ-კომპიუტერული ტექნოლოგიები – მონაცემთა ანოტირების საკითხები, დოკუმენტაცია, მონაცემთა ბაზების შექმნა და სხვ.

 

სიმპოზიუმის გახსნა: 12 ნოემბერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რუსთაველის გამზირი, 52, III სართული, პრეზიდიუმის დარბაზი, ბიბლიოთეკა
 09:30 – მონაწილეთა რეგისტრაცია
 10: 00 – სიმპოზიუმის გახსნა, მისალმებები, მოხსენებები
 13:00 – 14:00 – შესვენება
 14: 00 – 17: 00 – სექციური სხდომები

 

 13 ნოემბერი  (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზირი, 1, აუდ. №202, №212)
10:00 – 13:00 – სექციური სხდომები
13:00 – 14:00 – შესვენება

პ ლ ე ნ ა რ უ ლ ი   ს ხ დ ო მ ა
 14:00 – 18:00 – მოხსენებები
18:00 – შემაჯამებელი სხდომა

მსგავსი ღონისძიებები