ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ვორკშოპში „ინდუსტრიის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის გზები“. ღონისძიება ხორციელდება კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას კომპიუტერული მეცნიერების განათლების გაუმჯობესების ცენტრი-ჰაბი არსებული პროგრამების მოდერნიზებით, ინდუსტრიული პრაქტიკის ინტეგრირებით და გენდერული ინკლუზიურობის ხელშეწყობით. ასევე ითვალისწინებს ორმაგი სამაგისტრო პროგრამის შექმნას, სწავლების მოწინავე მეთოდების დანერგვას და ელექტრონული სწავლების ინფრასტრუქტურის შექმნას.
ინიციატივა ხაზს უსვამს მდგრადობას ინდუსტრიასთან აქტიური თანამშრომლობით, გენდერული ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებით და გრძელვადიანი კულტივირებით.
ღონისძიებაში ჩაერთვებიან საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები:
მაჰასვეტა სარკარი, პროფესორი, გლობალური კამპუსის უფროსი ვიცე-დეკანი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ნაზიმ აგულმინი, პროფესორი, ორმაგი ხარისხის პროგრამის თანახელმძღვანელი, ევრის უნივერსიტეტი (საფრანგეთი);
იურგენ ზნოტკა, პროფესორი, ვესტფალიის უნივერსიტეტი (გერმანია).
ადგილობრივი პარტნიორის (თსუ) წარმომადგენლები არიან:
მაგდა ცინცაძე, პროფესორი, პროექტის თანახელმძღვანელი, მანანა ხაჩიძე, პროფესორი, პროექტის თანახელმძღვანელი. აგრეთვე ინდუსტრიის წარმომადგენლები: თემო მაღრაძე, ქეთევან დოლაკიძე, ინა ეგიავა, ნატო ჩუბინიძე.