საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2024-09-26
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ილია ჭავჭავაძის გამზირი N 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 206

2001 წლიდან ევროსაბჭო და ევროკავშირი 26 სექტემბერს აღნიშნავენ ენების ევროპულ დღეს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში გავრცელებული ენების დაცვას, პოპულარიზაციას, სწავლებასა და კვლევას. 

 

2024 წლის 26 სექტემბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ენების ევროპულ დღეს გამოეხმაურება საჯარო ლექციით, რომელსაც წაიკითხავს პროფესორი თინათინ ბოლქვაძე.

 

ლექცია გაიმართება 15.00 სთ-ზე თსუ პირველი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში

 

ლექციის თემაა ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში და მისი მიმართება მსოფლიოში საერთაშორისო ენების გამოყენების თანამედროვე პრაქტიკასთან.

 

მსგავსი ღონისძიებები