18 ივლისს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, გამოჩენილი დიპლომატის, აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აკაკი ჩხენკელი - 150“ გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მეცნიერები.
ღონისძიებაზე წარდგენილი თემები შეეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას, აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობასა და იმ პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის საკითხებს.
ორდღიანი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით გაიმართება.