11 ივლისს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ის ბიბლიოთეკის ინიციატივითა და „ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების“ თაოსნობით გაიმართება როსტომ ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია -„დუენდე“.
მხატვრულ-დოკუმენტურ თხზულებაში ვახუშტი კოტეტიშვილის მრავალმხრივი მომხიბლავი პიროვნულიასპექტებია ასახული.
,,იუმორად მოჩქეფდა და მახვილი სიტყვა, ეპიგრამა, კაფია მისი საუფლო გახლდათ, და ამიტომაც იქნებოდა ერთი საუკეთესო კონფერენსიეც, ხალხური პოეზიის საღამოებს ასეთ სიცოცხლესა და ხალისს რომ შესძენდა, მათგან პირველს კი - 1979 წლის 14 აპრილს გამართულს - სულაც ეროვნულ დღესასწაულად გადააქცევდა - იმ დიდებული მოვლენის - 1978 წლის 14 აპრილის მანიფესტაციისა ქართული ენის კონსტიტუციური უფლების დასაცავად - წლისთავს რომ აღნიშნავდა“ - როსტომ ჩხეიძე.