ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო თემატური პანელი "კვლევის ინტერნაციონალიზაცია - მიღწევები, გამოწვევები, პერსპექტივები" გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილოებას ქარ
პანელური განხილვის შეხვედრების დღის წესრიგი: საუნივერსიტეტო კვლევების ინტერნაციონალიზაცია - საუკეთესო პრაქტიკა
პანელის დანიშნულება: საუნივერსიტეტო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმოხილვა, ანალიზი და გამოწვევები
მოდერატორი: ერეკლე ასტახიშვილი
პანელისტები:
არჩილ დურგლიშვილი - თსუ მეფი, მეცნიერი თანამშრომელი
ირაკლი მინაშვილი - საქართველოს კლასტერის ხელმძღვანელი ცერნის ATLAS ექსპერიმენტში
რევაზ შანიძე – თსუ მეფი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
ოთარი გოხაძე - თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი, ბიო-სამედიცინო გამოსახულებათა სმარტლაბის წარმომადგენელი
ზაზა სხირტლაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
ჰენრიკ ვილკენსი - უცხოელი ექსპერტი
ულრიხ კაცი - უცხოელი ექსპერტი
მარკო ჩირჩელა - უცხოელი ექსპერტი
ჯონ ნადიმ შაჰ - უცხოელი ექსპერტი
ჰანს შტროერი - უცხოელი ექსპერტი
ხანგრძლივობა: 90 წუთი.
თემის მოკლე მიმოხილვა:
ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტების სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა და უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების მოპოვებაზე ზრუნვა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები, რომელთა ფარგლებშიც განხორციელებული კვლევები ხელს უწყობს უნივერსიტეტებისა და ქვეყნის სამეცნიერო ხილვადობის გაზრდასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.
პანელური დისკუსიის ფარგლებში დაგეგმილი მოხსენებები (ქართველი და უცხოელი მეცნიერების მხრიდან) საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ აქტუალურ სამეცნიერო თემატიკას და შევაფასოთ არსებული გამოწვევები.
დღის წესრიგი
დრო
თემა
წარმდგენი
14:00 – 14:20
შესავალი
5 წუთი
მოდერატორი:
ერეკლე ასტახიშვილი
თსუ რექტორის მოადგილე
მისასალმებელი გამოსვლები
15 წუთი
პროფ. ჯაბა სამუშია - თსუ რექტორი
საპატიო სტუმრები:
TBD
14:20 – 14:50
ATLAS სამეცნიერო კოლაბორაცია -
საქართველოს კლასტერის საქმიანობა ცერნის ATLAS ექსპერიმენტში
30 წუთი
თემა: ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მეცნიერების სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთ შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის (თსუ მეფი) ფიზიკოსების მონაწილეობა ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN- ცერნი, შვეიცარია, ქ. ჟენევა) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე (LHC) მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტში. ATLAS (A Toroidal LHC AparatuS) ექსპერიმენტი წარმოადგენს პროექტს ფუნდამენტური გამოკვლევების სფეროში, რომელიც იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიების უახლოეს მიღწევებს სამყაროზე ჩვენი წარმოდგენების კვლევისა და მათი გაფართოების მიზნით. ATLAS ექსპერიმენტი ერთ-ერთია იმ 4 ძირითადი ექსპერიმენტიდან, რომლებიც ხორციელდება ცერნში დიდ ადრონულ ამაჩაქარებელზე.
მომხსენებლები:
არჩილ დურგლიშვილი (თსუ მეფი)
ირაკლი მინაშვილი - საქართველოს კლასტერის ხელმძღვანელი ცერნის ATLAS ექსპერიმენტში (ჩართვა ცერნიდან)
ჰენრიკ ვილკენსი - ATLAS ექსპერიმენტის ტაილ კალორიმეტრის ქვე-პროექტის ხელმძღვანელი (ჩართვა ცერნიდან)
14:50 – 15:10
KM3NeT - საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ხმელთაშუა ზღვაში
20 წუთი
თემა: KM3NeT ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტია, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი) 2017 წელს შეუერთდა. ამჟამად (2018 წლის თებერვალი) ამ თანამშრომლობაში 15 ქვეყნის სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და უნივერსიტეტები მონაწილეობენ.
თანამშრომლობის მიზანია ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე განალაგოს ნეიტრინული დეტექტორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება კვლევების ჩატარება ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში. KM3NeT რთული და ძვირადღირებული სამეცნიერო პროექტია, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება.
მომხსენებლები:
რევაზ შანიძე (თსუ მეფი)
პროფ. ულრიხ კაცი (Ulrich Katz) - პროექტის ინსტიტუტების საბჭოს თავმჯდომარე
(ჩართვა გერმანიიდან)
მარკო ჩირჩელა (Marco Circella) - პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის
ხელმძღვანელი
(ჩართვა იტალიიდან)
15:10 – 15:30
ქართულ გერმანული სამეცნიერო ხიდი GGSB/GGSB-PLUS
20 წუთი
ჯანმრთელობა როგორც თანამედროვეობის გამოწვევა
ბიო-სამედიცინო გამოსახულებათა კვლევების ლაბორატორიის პერსპექტივები საქართველოში
თემა: GGSB-ის თანამშრომლობა, აკავშირებს ორივე ქვეყნის მეცნიერებსა და სტუდენტებს საერთო კვლევითი პროექტებით და უნივერსიტეტებში განათლების გზით, რითაც ხელს უწყობს ქართულ-გერმანულ კულტურულ ურთიერთობებს.
მომხსენებლები:
პროფ. ჯონ ნადიმ შაჰ - პროექტის ხელმძღვანელი და ქართულ გერმანული სამეცნიერო ხიდის GGSB-PLUS სპიკერი, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებათა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი
ან
ჰანს შტროერი - ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის GGSB ავტორი, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის (IKP of FzJ) ყოფილი დირექტორი
(ჩართვა გერმანიიდან)
ოთარი გოხაძე - თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი, ბიო-სამედიცინო გამოსახულებათა სმარტლაბის წარმომადგენელი
15:30 – 15:50
ქართველოლოგიური ცენტრები საზღვარგარეთ (ტაო-კლარჯეთი, რუსთაველის კაბინეტები, არქეოლოგიური გათხრები)
20 წუთი
თემა: ქართველოლოგია მოიცავს ქართულ კულტურას, ისტორიას, ენათმეცნიერებას, ლიტერატურულ კრიტიკას, ხელოვნებას, არქეოლოგიას, ფოლკლორს, ეთნოგრაფიას, წყაროთმცოდნეობას. თემა შეეხება საზღვარგარეთ ქართველოლოგიური ცენტრების სამეცნიერ-კვლევით საქმიანობას და იმ ღონისძიებებს, რაც მომავალში უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც გეოგრაფიულ, ეკონომიკურ და კულტურულ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
მომხსენებელი:
ზაზა სხირტლაძე - თსუ პროფესორი
15:50-16:20
პანელური დისკუსია და კითხვა-პასუხი
მოდერატორი
16:20-16:30
დასკვნითი შენიშვნები - ძირითადი რეკომენდაციები დაინტერესებული მხარეებისათვის
ერეკლე ასტახიშილი
პასუხისმგებელი პირები:
ღვედაშვილი გიორგი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი,
giorgi.ghvedashvili@tsu.ge, 577 595 778
თეა წითლანაძე - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე, tea.tsitlanadze@tsu.ge, 577 402 808
ნინო უგრეხელიძე - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი,
nino.ugrekhelidze@tsu.ge, 558 217 712
თინათინ იზორია - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
tinatin.izoria@tsu.ge, 577 253 066