12-14 ივნისს I საერთაშორისო კონფერენცია „ო რ ი ი ბ ე რ ი ა - ევროპის ორი კარიბჭე“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი.
სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული
ფორმატი: ჰიბრიდული
კონფერენცია ეძღვნება კავკასიური იბერიის და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლას, მათ რეცეფციას და ამ ორ კულტურათა შორის პარალელებსა და სავარაუდო კონტაქტებს. Oikoumene-ს ორი უკიდურეს წერტილს შორის კავშირის იდეა, რომელიც დამკვიდრდა ანტიკურ ხანაში, გრძელდება სხვადასხვა რეცეფციაში მე-15 საუკუნემდე, რაც ევრაზიის კულტურის ე.წ. ისტორიულ ცეზურას შეესაბამება, განსაკუთრებით - ამ პერიფერიულ ქვეყნებში. იბერიის ცნების აღქმამ უძველესი ხანიდან ამ გარდამტეხ პერიოდამდე, რომელიც აღინიშნა 1453 და 1492 წლების მოვლენებით, შეუძლია ახალი შუქი მოჰფინოს ზოგიერთი ანტიკური იდეის (მაგ. ჰერაკლეს სვეტები, ამორძალები) გადააზრებას ცვალებად პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კონტექსტში.
კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციები, კვლევითი ჯგუფები, საზოგადოებები და კომპანიები: საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში (მადრიდი), ესპანეთის დიპლომატიური ოფისი საქართველოში (თბილისი), ბოსფორო. გვიანანატიკურობისა და ბიზანტიის კვლევის ჯგუფი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი
ირანოლოგიის ესპანური საზოგადოება, სევანტესის ინსტიტუტი სტამბოლში, ესპანეთის ანტიკური კვლევების საზოგადოება (მადრიდის განყოფილება),ბიზანტინისტიკის ესპანური საზოგადოება, თსუ ბასკოლოგიის ცენტრი. კომპანია სარაჯიშვილი, კომპანია ბრავო რეკორდსი, კომპანია შატო მერე. ღვინო ჯანიანი, კომპანია ინტერპრინტჯორჯია, ფოლკლორული ანსამბლი „სახიობა“
პარალელური სექციების თემატიკა:
I პარალელური სექცია-აღმოსავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე: მითი და ისტორია ანტიკურ ხანაში და მისი რეცეფცია;
II პარალელური სექცია - აღმოსავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე: მითი და ისტორია გვიანანატიკურობაში, პოსტანტიკურ ხანაში და მისი რეცეფცია;
III პარალელური სექცია- დასავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე: მითი და ისტორია ანტიკურ, პოსტანტიკურ ხანაში და მისი რეცეფცია.
IV პარალელური სექცია- ორი იბერია-კავშირი საუკუნეთა მანძილზე? მედიტერანულ კულტურათა ისტორიულ და ენობრივ ურთიერთობათა პრობლემატიკა.
საპატიო მომხსენებლები:
აკად. ემერიტ. პროფ. რისმაგ გორდეზიანი (თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, საქართველო)
პროფ. ხუან სიგნეს კოდონიერი (მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, ესპანეთის კლასიკური ფილოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ესპანეთი)
პროფ. ვახტანგ ლიჩელი (თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საქართველო)
პროფ. ეუხენიო ლუხან მარტინესი (მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, ესპანეთის ბიზანტინისტიკის საზოგადოების პრეზიდენტი, ესპანეთი)
პროფ. იოჰანეს ნიჰოფ-პანაიოტიდისი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბერძნული და ლათინური ფილოლოგიის ინსტიტუტი, გერმანია)
პროფ. ტასილო შმიტი (ბრემენის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტი, ძველი ისტორიის მიმართულება, გერმანია)
პროფ. ტიმო შტიკლერი (ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის ძველი ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გერმანია)
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 47 მომხსენებელი, მათ შორის - 23 უცხოელი: ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სექციური მუშაობა, ქართული და ესპანური ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტი, ქართული და ესპანური ღვინოების დეგუსტაცია და მთარგმნელთა მრგვალი მაგიდა.
დატალური ინფორმაციისთვის იხილეთ.