11-12 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ქართული „ბალავარიანი“ - ბიზანტიური - „ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“.
კონფერენცია ორგანიზატორები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია არიან.
კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია.
კონფერენციის კოორდინატორი - ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.
დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.