14 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია-სემინარი თემაზე „მედიცინა და ევოლუცია“, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოისმინონ აკადემიკოს, პროფესორ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძის ლექცია: „ადამიანები აფრიკის გარეთ - ვინ, როდის, რატომ?“
და პროფესორ, თსუ-ის მოწვეული დოქტორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის, ანა მარგველაშვილის ლექცია: „კბილები -ადამიანის ევოლუციური წარმატების საიდუმლო."