თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2024 წლის 8-9 თებერვალს გამართავს სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას - „თსუ 106“.
კონფერენცია მუდმივმოქმედია და ეძღვნება თბილისის უნივერსიტეტის დაარსებას. 2024 წელს ჩატარდება მეორე კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 22 იანვრამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი:
პლენარულ სხდომაზე – 25 წუთი;
მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
იხ. თეზისების გაფორმების წესი.
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
კონფერენციის იხილეთ პროგრამა