22 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მწერალ ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრების“ პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება ღონისძიება „სტუმრად დაჩის სამყაროში“, რომელიც ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამა „საბიბლიოთეკოს საქმის“ სტუდენტებისა და თსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით.
“დაჩის ზღაპრები” იმ გრძნობებით სავსე წიგნია, რომელიც მარადიულ თემებს ეხმიანება: ოჯახი, დედა-შვილობა, მეგობრობა, ერთგულება. დაჩის ზღაპრები წარსულსა და მომავალს შორის გადებული ხიდია.
ღონისძიებას დაესწრებიან ახალი ქართული სკოლისა და მე-8 საჯარო სკოლის III-V კლასის მოსწავლეები, რომელთაც უმასპინძლებენ დიდი ოტია იოსელიანის შთამომავლები: უმცროსი ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი.