საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-11-10
თარიღი 13:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებების სერიას -  „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“, რომლის ფარგლებში  მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში ხვდებიან თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, რომლებიც ისაუბრებენ ლიტერატურაზე, წიგნის სიყვარულზე, ბავშვებს უკითხავენ თავიანთი   შემოქმედებიდან  მოთხრობებს,  იმართება დისკუსიები.

10  ნოემბერს, 13:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მასპინძლობს მე-18 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს. მათ ბიბლიოთეკაში დახვდებათ მწერალი გივი ჩიღვინაძე, რომელიც ბავშვებს  თავისი შემოქმედების შესახებ მოუყვება.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა,  გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს. 

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

მსგავსი ღონისძიებები