თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწყებს საბავშვო ღონისძიებების სერიას - „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში დახვდებიან თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, რომლებიც ისაუბრებენ ლიტერატურაზე, წიგნის სიყვარულზე, ბავშვებს წაუკითხავენ თავიანთი შემოქმედებიდან მოთხრობებს, გაიმართება დისკუსიები. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს.
30 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მასპინძლობს “ახალი ქართული სკოლის” II-IV კლასის მოსწავლეებს. პატარებს ბიბლიოთეკაში დახვდებათ საბავშვო ავტორი ვასო გულეური, რომელიც ბავშვებს წაუკითხავს თავისი შემოქმედებიდან მოთხრობებს.