საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-06-26
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

2023 წლის 26-30 ივნისს, “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის” (GGSB) კონცეფციის ფარგლებში კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებში (თსუ, სტუ, აგრუნი) ჩატარდება ლექციების კურსი, რომელიც იქნება „შემოდგომის ლექციები თბილისში“ პროექტის გაგრძელება. 2013 და 2015 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება ქართველი სტუდენტებისათვის, ე.წ. "შემოდგომის ლექციები", რომელიც 2017 და 2019 წლებში გაგრძელდა იულიხის კვლევით ცენტრში (FZJ)  ახალი ფორმატით (ე.წ. "QUALI-Start-Up Lectures"), რომელშიც FZJ ინსტიტუტების (IEK, IKP, INM, ZEA, PGI) წამყვანმა მეცნიერებმა ჩაატარეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები წინასწარ შერჩეული ქართველი სტუდენტებისათვის (AUG, ISU, GTU, TSU). მოხსენებების თემები იყო ფუნდამენტური მეცნიერების სფეროებიდან და მოიცავდა ლექციების კურსს ექსპერიმენტულ და თეორიულ ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, სიცოცხლის შემსწავლელ და საინჟინრო მეცნიერებებში. ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ამ ღონისძიებების გარდა ქართულ უნივერსიტეტებში წლების განმავლობაში ტარდებოდა ტრადიციული "ვორქშოფები და საზაფხულო სკოლები" (ე.წ. GGSWHP), რომლებიც 2004 წელს დაიწყო და პანდემიის გამო (2019-2021 წწ.) შეფერხებების შემდეგ 2022 წელს კვლავ განახლდა. გარდა იმისა, რომ სტუდენტებს წაეკითხებათ ლექციები, მათ ექნებათ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და გააკეთონ მოკლე მოხსენებები შესრულებულ რომელიმე სამეცნიერო აქტივობაზე (შესაძლებელია მოხსენების თემა იყოს საბაკალავრო ან სამაგისტრო თემის ირგვლივ, რომელიც უკვე შესრულებულია ან იგეგმება).

 

 

სტუდენტები, რომლებიც წინასწარ იქნება არჩეული საქართველოს კონსორციუმის წევრი  უნივერსიტეტების მიერ, საბოლოოდ შეირჩევიან ქართველი/გერმანელი ხელმძღვანელებისა და ინსტიტუტის დირექტორებისგან შემდგარი კოლეგიის მიერ გასაუბრების წესით და მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტებს გერმანიის ინსტიტუტებში სტაჟირებისთვის რამდენიმე კვირით (FZJ,  GSI,  HZDR,  RWTH Aachen). 

 

ღონისძიების გახსნა დაგეგმილია 26 ივნისს თსუ-ში. სრული ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  http://www.fz-juelich.gtu.ge/autumn-lectures/2023/about-event ან იხილეთ პროგრამა

 

მსგავსი ღონისძიებები