24 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პანელური სესიების სერიის ("პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - გზა ევროპისკენ") ფარგლებში, ,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება მორიგი პანელური სესია, სახელწოდებით: "26 მაისი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში."
მომხსენებლები: მალხაზ მაცაბერიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ნინო ბიგვავა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიგი გიოშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი; გიორგი არქანია - კავკასიის უნივერსიტეტი.
მოდერატორი: მიხეილ კეჭაყმაძე - ოქსფორდის უნივერსიტეტი