საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-05-18
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

18 მაისს, 16.00 საათზე გაიმართება  ფილმის „ელისაბედ ორბელიანის“ პრეზენტაცია. "ელისაბედ  ორბელიანი" ერთ-ერთია 2018-2023 წლებში პროექტის ფარგლებში გადაღებულია რვა დოკუმენტური ფილმებიდან. დოკუმენტური ფილმების ციკლი პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლების შესახებ, საქართველოს პირველი არხის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა ერთობლივი პროექტია.

 

 "ელისაბედ ორბელიანი" მოგვითხრობს ერთ-ერთი პირველი ქალი ლექტორის ელისაბედ ორბელიანის შესახებ, რომელიც უნივერსიტეტის გახსნის დღიდან იყო ჩაბმული პედაგოგიურ საქმიანობაში და სტუდენტებს ასწავლიდა ფრანგულ და ინგლისურ ენებს. ელისაბედს განათლება პარიზში ჰქონდა მიღებული, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას, ქართულიდან ფრანგულად თარგმნა ვეფხისტყაოსანი, აგრეთვე არაერთი ქართველი პოეტის ლექსი. გამოსცემდა უცხოენოვან გაზეთებს, რომლის საშუალებითაც საქართველოში მყოფ უცხოელებს ქართულ მეცნიერებასა და კულტურას აცნობდა.... ელისაბედი მეფე ერეკლე II შვილთაშვილი იყო, ამიტომ კომუნისტები დიდად არ წყალობდნენ... სიცოცხლის ბოლო წლები სიდუხჭირეში გაატარა, არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უხდებოდა, თუმცა მორალურად არ გატეხილა.

 

მთხრობელი და ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი: მერაბ კოკოჩაშვილი

რეჟისორი: ბესიკ გაფრინდაშვილი

სცენარის ავტორი: მანანა ხიდაშელი

პროდიუსერი: მერაბ ვაჩნაძე

პირველი არხის ტელეფილმების ხელმძღვანელი - კოტე ჯანდიერი

 

მსგავსი ღონისძიებები