საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-05-16
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

16 მაისს, 14.00 საათზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება რუსუდან გორგილაძის წიგნის "დიქტატურის გემო" პრეზენტაცია.  იგი 2021 წელს გამოქვეყნდა და ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა. 

წიგნი მოგვითხრობს სამი დიქტატორის-სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას იქცევს ასევე კვებისა და საკვების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში. წიგნში პოპულარული ენითაა განხილული თითოეული რეჟიმის თავისებურებები, მათ შორის საკვების იდეოლოგიზაციის გამორჩეული „მარგალიტები“ და მათი როლი სააგიტაციო სტრატეგიაში.

როგორც ფაშისტური იტალიის ოცდაერთწლიანი, ასევე ნაცისტური გერმანიის თორმეტწლიანი ისტორია თავიდან ბოლომდე იწყება და მთავრდება მათი შემქმნელების, ბენიტო მუსოლინისა და ადოლფ ჰიტლერის, ხელისუფლებაში მოსვლითა და სიკვდილით. საბჭოთა კავშირი კი, რომელმაც თითქმის სამოცდაათ წელს იარსება, არც სტალინით დაწყებულა და არც მისით დამთავრებულა. ამიტომ წიგნის საბჭოთა ნაწილი სტალინამდელ (უფრო ზუსტად პრესტალინისტურ) და სტალინის შემდგომ პერიოდსაც ეხება, თუმცა მთავარი ყურადღება, ცხადია, სტალინის მმართველობის პერიოდს ეთმობა.

 

რუსუდან გორგილაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის განათლებით ფსიქოლოგია. 2004 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

 

რუსუდან გირგილაძის პირველი წიგნი „კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში“ 2012 წელს გამოიცა. წიგნი შერჩეულ იქნა „საბას“ ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთ ფინალისტად. ღონისძიების პარტნიორია ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი.

 

მსგავსი ღონისძიებები