15 მაისს, 12.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „იაპონური კულტურის დღე“, რომელიც ეძღვნება თსუ-ში იაპონისტიკის მიმართულების ძირითადი პროგრამის პრეზენტაციას.
ღონისძიებაზე საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი, აკირა იმამურა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „საქართველო-იაპონიის ურთიერთობები“; წარმოდგენილი იქნება სიმღერები იაპონურ ენაზე, ორიგამის და კალიგრაფიის ხელოვნება, იაპონური საბრძოლო ხელოვნება -კენდოს საჩვენებელი ნომერი, გო-ს ტურნირი. ღონისძიებას დაამშვენებს ეროვნული სამცენიერო ბიბლიოთეკის ფონდში დაცული იაპონური ტრადიციული ფერწერის ნიმუშები და გამომცემლობა „დიოეგენეს“ მიერ იაპონურიდან ქართულად თარგმნილი ლიტერატურა.
დასწრება თავისუფალია.