გაინტერესებს მატერია-ანტიმატერიას შორის არსებული ასიმეტრია ან სად შეიძლება დედამიწაზე ანტიმატერიის პოვნა? მაშინ მოდი 4 მაისს, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში. ამ და სხვა საინტერესო საკითხზე გამართავს საჯარო ლექციას „ანტიმატერია და მატერია“ ცნობილი მეცნიერი, პარიზ-საკლეს (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პროფესორი, მარიე-ელენ შუნი.
მაღალი ენერგიების ფიზიკაში მოკლე შესავლის შემდეგ, ლექციაზე განიხილება ანტიმატერია და მისი აღმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ანტიმატერია ძალიან იშვიათია, ნაჩვენები იქნება თუ სად შეიძლება მისი პოვნა.
ლექციის ბოლოს განიხილება CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტი LHCb. ეს ყველაზე დიდი ექსპერიმენტია, სადაც სწავლობენ მატერია-ანტიმატერიას შორის არსებულ ასიმეტრიას.