28 აპრილს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აკადემიკოსების გიორგი ახვლედიანისა და ვასილ აბაევისადმი მიძღვნილი საღამო.
დღის წესრიგი:
მისალმება - ნაირა ბეპიევი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
მომხსენებლები:
ავთანდილ არაბული, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, "ვასილ აბაევი და მისი ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი",
ნაირა ბეპიევი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, "ვასილ აბაევი და ქართული საზოგადოება".
ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თსუ პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, აკადემიკოსი, "ორი დიდი ენათმეცნიერის თანამშრომლობის ისტორიიდან: გიორგი ახვლედიანი, იანის ენძელინსი".
თინათინ ბოლქვაძე, თსუ პროფესორი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი, "ენათმეცნიერების შესავლის პირველი ქართული სახელმძღვანელო".
ღონისძიებას დაესწრებიან მეცნიერები, სტუდენტები, ქართულ-ოსური საზოგადების წარმომადგენლები და სხვ.