საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-26
თარიღი 12:15 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1 თსუ 1Iკორპ. II სართ. მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

26 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის,  ეთნოლოგია - ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივის ერთობლივი გამოფენა “ეთნოლოგი ქალები საქართველოში” გაიმართება. 

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება იმ მეცნიერ ქალთა ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეთნოლოგიის განვითარების საქმეში. დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცემა გაეცნოს: ვერა ბარდაველიძის, ჯულიეტა რუხაძის, რუსუდან ხარაძის, ნანული აბესაძის, თინა ოჩიაურის, ლეილა მოლოდინის, მანანა შილაკაძის, თამარ მამალაძის, ნანული ჯიქიას, ლამარა ფაშაევას, სარა ბედუკაძის, მაყვალა ზანდუკელის, ჟუჟუნა ერეიაშვილის, ლამარა ბედუკიძის, მადონა ხაზარაძის, ციალა ბეზარაშვილის, ცისანა კაკაბაძისა და სხვა ეთნოლოგი ქალების შესახებ საინტერესო ხელნაწერებს, ფოტოებსა და პირად ნივთებს.

 

დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა ექსპონატთა შორის პირველად იხილოს დედნები მათი სამეცნიერო შრომებისა, რომლებიც პირველად გამოდის ფართო საზოგადოების წინაშე.

 

მსგავსი ღონისძიებები