28 აპრილს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის 2021-2022 წლების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს, ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები და მასწავლებლები დაესწრებიან.
2021-2022 წლებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრს 384 კურსდამთავრებული ყავს.
თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.
დღეისთვის 8 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.
2022 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.