საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-21
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

21 აპრილს, 17:00 საათზე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის  ინსტიტუტის  ორგანიზებით გაიმართება კენტის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორების, ანთროპოლოგების იტალო პარდოს და ჯულიანა  პრატოს საჯარო ლექცია.

 

პროფ. იტალო პრადოს მოხსენება “პოლიტიზირებული ურბანული მემკვიდრეობა” ეხება კულტურული  მემკვიდრეობის  პოლიტიკურ გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის. იტალიურ ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით განალიზებულია ამ სტრატეგიის წარმატება მოკლევადიან  პერსპექტივაში,  რომელიც  ამავდროულად  ხელს უწყობს  მოქალაქეებსა  და  მმართველებს  შორის  ნდობის პროგრესულ ეროზიას.

 

პროფ.ჯულიანა პრატოს მოხსენება: "სიმბოლური განცხადებები, ურბანული მემკვიდრეობა და პოლიტიკური პროექტები" ეყრდნობა ბრინდიზის (სამხრ. იტალია) ეთნოგრაფიულ მასალას და განიხილავს ქალაქის  მემკვიდრეობის  როლს  ისტორიული  მეხსიერების რეკონსტრუქციაში  და მის მნიშვნელობას თანამედროვე პოლიტიკურ პროექტებში.

მსგავსი ღონისძიებები