19 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების სტაჟირების, პრაქტიკის, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს სტუდენტებისთვის შესაბამისი პროექტების განხორციელებას.
მემორანდუმს ხელს მოაწერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.