საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-28
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

28  აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია "გელათის აკადემია -მისი ეპოქა და მემკვიდრეობა" გაიმართება. 

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია წარმოადგენს გელათის აკადემიის თაობაზე ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ძველი ევროპის, გლობალური წესრიგის დაშლის ეს საკვანძო და ამავე დროს, კრიტიკული მომენტი აღმოსავლეთ ქრისტიანობის განაპირა ნაწილის, საქართველოს პრიზმიდან დაინახოს. გამოიკვლიოს გელათი, როგორც გლობალურისა და ლოკალურის თანაარსებობის მოდელი საუკუნეების განმავლობაში.

კონფერენციის წამყვანი: Academia Europaea-ს წევრი, აკადემიკოსი ზაზა სხირტლაძე. 

კონფერენციის მომხსენებლები:

ნინო გიორგაძე - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

„ძველი ბერძნული ინფინიტივური კონსტრუქციების ეკვივალენტები გელათის კატენებიანი ბიბლიის მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებში“

დიაკონი ზოსიმე (თამაზი) ბუხაიძე - გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია

„ეზეკიელისა და იერემიას წიგნთა დუბლეტური წაკითხვები გელათური ბიბლიის (A-1108) მიხედვით და მათი რედაქციული კუთვნილების საკითხი“

დავით დუგლაძე - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

„მეფე დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“ ერთი წყაროს შესახებ“

ირაკლი ლორთქიფანიძე - გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია

„გელათური კონდაკის (ილიტარიონის) ისტორიული მნიშვნელობა და ლიტურგიკული დანიშნულება“

თინათინ ჯიქურაშვილი - თსუ, ქართული ენის ინსტიტუტი, ა. შანიძის სახელობის ძველ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ორიონი“ „მიქეას ტექსტის გელათური ვარიაციები“

თამარ მაგრაქველიძე - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

„გელათის კატენებიანი ბიბლიის ლექსიკა მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების მიხედვით“

მსგავსი ღონისძიებები