საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-18
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი

 18, 19 და 20 აპრილს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასაველეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ფრანგული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელობისა და ლილის უნივერსიტეტის გამოყენებითი ენების ს/ს ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდება მულტიდისციპლინარული საერთაშორისო კონფერენცია:„ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“.

კონფერენციის გახსნა:18 აპრილს 10:00 სთ-ზე.

 

  კონფერენციის მიზანია ცენტრსა და პერიფერიას შორის არსებულ ურთიერთმიმართებათა განხილვა, რაც მულტიდისციპლინური მიდგომით საშუალებას მოგვცემს ახლებურად გავაანალიზოთ ცენტრი-პერიფერიის ფენომენი  პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ენობრივი და ლიტერატურული პროცესების ჭრილში.

  

  მასშტაბური სამეცნიერო ღონისძიება, რომელიც აერთიანებს მონაწილეებს 18 უნივერსიტეტიდან, პრიორიტეტულად ფრანკოფონულია და მიზნად ისახავს მულტიდისციპლინურ ფორმატში საინტერესო და აქტუალური პროცესების მიმოხილვას როგორც ზოგადად საერთაშორისო, ასევე უშუალოდ ფრანგულ-ქართული ურთიერთობების ჭრილში.

 

კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან: ქართული მხრიდან- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი.

ფრანგული მხარე: ლილის უნივერსიტეტი (Université de Lille),

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (Université franco-géorgienne),

ვანდეს კათოლიკური ინსტიტუტი (ICES - Institut Catholique de Vendée).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: https://centreetperipheries.tsu.ge/leng/2, ან იხილეთ დღის წესრიგი

მსგავსი ღონისძიებები